Image Alt

გუნდი

კრეატიული გუნდი

კინორეჟისორები

ხათუნა ხუნდაძე, კინორეჟისორი, დაიბადა თბილისში, სამედიცინო განათლების მერე (ექიმი პედიატრი), სწავლა კულტურის განხრით გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, რომელიც ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა, გერმანიაში მან განათლება კულტურის მენეჯმენტის განხრითაც მიიღო და მოღვაწეობდა როგორც კულტურის მენეჯერი, თავისუფალი ხელოვანი და გამოფენების კურატორი. დაარსა არაპროფესიონალი ხელოვანების გალერეა. წლების მანძილზე ხათუნა ხუნდაძე ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა – სხვადასხვა განხრით და ამზადებდა რეპორტაჟებს საქართველოს ტელევიზიებისთვის.2012 წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის სტატუსით. 2013 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტს. მისი ხელშეწყობით არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა და არაერთ იდეას ჩაეყარა საფუძველი. ხათუნა ხუნდაძე საჯარო სამსახურის პარალელურად სწავლას აგრელებდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინორეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ასევე ხელოვნების მაგისტრის ხარისხით და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის დოქტორატურაში.<br /> დღეს ხათუნა ხუნდაძე, სს. „ქართული ფილმის“ პირველი ქალი დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) და ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეა.----------------------------------------------ერეკლე ბადურაშვილი — კინორეჟისორი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (1983) რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის სახელოსნო. გადაღებული აქვს ფილმები: “ავტოპორტრეტი”, “ცოდვის დღესასწაული”, “თბილისი ჩემი სახლია”, “კიდევ ერთი ქართული ისტორია”, “ცხელი ძაღლი” (სერიალი).

Khatuna Khundadze

Georgian film director