კინოსტუდია

ქართული ფილმი

ჩვენ შესახებ

    სს “ქართული ფილმი” გთავაზობთ მხატვრული, დოკუმენტური ფილმებ-ისა და სარეკლამო რგოლების წარმოების ყველა ეტაპის უზრუნველყოფას. თქვენს პროექტს კოორდინირებას გაუწევენ კინოწარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერები და მოგემსახურებიან გადაღების წარმოების უფლების მოპოვებიდან დაწყებული, პოსტპროდაქშენამდე ყველა საჭირო ეტაპზე.
    პატარა საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება იმის საშუალებას გა-ძლევთ, რომ მოკლე გადასაღებ დროში გადაიღოთ, თოვლიანი მთებიდან დაწყებული უდაბნომდე დამთავრებული ყველანაირი ბუნება. ამ ყველაფერს ამშვენებს შავი ზღვა, რომლის წარმტაცი სანაპიროები კიდევ უფრო გაგილამაზებენ ფილმის კადრს.
    კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე არსებული, საკოსტიუმერო, სა-რეკვიზიტო და საიარაღო საცავებში შეგიძლიათ ეპოქალური რეკვიზიტის ხელმისაწვდომ ფასად შერჩევა, რაშიც ასევე პროფესიოანლები დაგეხმარებიან.
    კინოსტუდიას უმუშავია როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ და ინდურ კინომწარმოებელ კომპანიებთან. სხვადასხვა კულტურულ გარემოში მუშაობა, დიდ გამოცდილებს გვაძლევს და ყოველთვის მზად ვართ ახალი კონტაქტებისთვის.
    ჩვენი შესაძლებლობების დეტალურ ინფორმაციას ვებვერდის სხვა გვ-ერდებიდან შეიტყობთ.

წარმოება

პროექტები

პარტნიორები